26.აპრილი .2022 16:02

"1,000 კვ/კმ იჯარა 1 მილიონად“ - ხიდაშელი რაჭის მესამედის იჯარით აღებას ადასტურებს

"1,000 კვ/კმ იჯარა 1 მილიონად“ - ხიდაშელი რაჭის მესამედის იჯარით აღებას ადასტურებს
views 2252
უკან

ბიზნესმენი ხიდაშელი ადასტურებს, რომ რაჭაში 1,047 კვადრატული კილომეტრის ტყის მასივი 49-წლიანი იჯარით სწორედ მან აიღო. ამის შესახებ ბიზნესმენის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში არის საუბარი.

104,712 ჰექტარი, ანუ 1,047 კვადრატული კილომეტრი ტყის მასივი დავით ხიდაშელის კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ” 1.1 მილიონ ლარად 11 მარტს აიღო 49-წლიანი იჯარით. ეს მთლიანად რაჭის ფართობის ერთი მესამედია.

„ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია ჩემს წინააღმდეგ, რომლის მიზანია ჩემი სახელის დისკრედიტაცია, ამიტომ მსურს, დავასრულო სპეკულაციები და გავაკეთო განმარტება.

რაც შეეხება ინფორმაციას რაჭაში სანადირო მეურნეობასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ მე ვფლობ რამდენიმე სანადირო მეურნეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით - აფრიკასა და ევროპაში. დიდი სურვილი მქონდა, რომ საქართველოსაც ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სანადირო მეურნეობა.

4 წლის განმავლობაში მივმართავდი საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საქართველოში არსებობს 20-მდე სანადირო მეურნეობა და არცერთი არ არის მიმართული მოსახლეობისა და ტურისტების სარგებლობისთვის. გარდა ამისა, საქართველოში ცხოველთა გარკვეული ჯიშები განადგურებულია და მქონდა სურვილი აღმედგინა. შესაბამისი სპეციალისტებისგან მივიღე რეკომენდაცია, რომ რაჭა იყო ის ტერიტორია, სადაც ცხოველთა ჯიშების ბუნებრივი წესით აღდგენა მოხდებოდა",- ნათქვამია დავით ხიდაშელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით ხიდაშელი რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის AFK Sistema-ს ერთ-ერთი შვილობილი კომპანია Intracom-ის დირექტორია.

ხიდაშელმა მარტში გამართულ აუქციონზე “რიყის დოქები” 10 მილიონ ლარად შეისყიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა