მთავრობის წევრებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. გაირკვა, რომ ღია ბაზრობების გახსნის თარიღმა შესაძლოა გადმოიწიოს და 15 თებერვალზე ადრე გაიხსნას, თუმცა, ეს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე კომპანიის GT-ის დირექტორი თეა ანდრიაძე მიიჩნევს, რომ ეს გახსნაც დროებითი იქნება და ბიზნესი ამით ვერ დაკმაყოფილდება.
„ამ მოკლეხნიანი გახსნით არავინ არ უნდა იყოს ზედმეტად კმაყოფილი, იმიტომ, რომ თუ არ იქნება დროულად ვაქცინაცია საქართველოში, ჩვენ არ ვართ დაზღვეული მუტირებული შტამებისგან და ხანგრძლივი ლოქდაუნისგან. 2 თვე გახსნა, 2 თვე დაკეტვა დაახლოებით ისეთია, რომ გახრჩობენ და ერთი ჟანგბადი ჩაგასუნთქონ და მერე ისევ ჩაგაყოფინონ თავი და ასე დაგახრჩონ.
15 თებერვალი არის თარიღი, როდესაც გაგვხსნიან. თუ ეპიდვითარება გაუმჯობესდება, შესაძლოა ცოტა ადრეც მოხდეს გახსნა“, - განაცხადა თეა ანდრიაძემ.
მისი თქმით, შეღავათებზე არ უსაუბრიათ, რადგან აქცენტი სხვა საკითხებზე გაკეთდა.
„ჩვენი ძირითადი პრეტენზია იყო ის, თუ რატომ არის დახურული სივრცე(ამ შემთხვევაში სავაჭრო მოლები) პრივილეგირებული ღია სივრცესთან შედარებით. ევროპის არც ერთ ქვეყანაში დახურული სივრცე პროვილეგირებული არ არის“, - აღნიშნა ელიავას ერთ-ერთმა მეწილემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი