2013-2020 წლებში აშენდა 198 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი და ეს არის სწორედ ის გზები, რომლითაც ვუკავშირდებით ჩვენი რეგიონის, ევროპულ და აზიის ბაზრებს, რაც გვაძლევს საშუალებას შევასრულოთ მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური როლი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციები გაორმაგდა.
„ბოლო რვა წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა ჩქაროსნული მაგისტრალების მოცულობა და მხოლოდ წელს 70 კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი შევა ექსპლოატაციაში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი წლის განმავლობაში გავაკეთეთ უფრო მეტი, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა. 2021-2024 წლებში დამატებით აშენდება 200 კმ ავტობანი, 200-ზე მეტი ხიდი და 70 გვირაბი, ეტაპობრივად დასრულდება რიკოთის ჩქაროსნული და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობა, რაც საშუალებას მოგვცემს თბილისიდან ბათუმში მგზავრობის დრო შევამციროთ 3,5 საათამდე. დროის შემცირებასთან ერთად, ეს მნიშვნელოვანია უსაფრთხოების და ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდისთვის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა მაგისტრალების მშენებლობის მნიშვნელობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
„წელს დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზა, მომავალ წელს კი დავიწყებთ თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას და შემდეგ - ბაკურციხე-წნორის მიმართულებით. 2024 წლისთვის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობის თვალსაზრისით ყველა სასაზღვრო პუნქტთან გვექნება ხელშესახები პროგრესი, მათ შორისაა ქვეშეთი-კობის 23კმ-იანი მონაკვეთი, საიდანაც 9 კმ უნიკალური გვირაბია. ამას გარდა, ჩვენ უნდა დავაკავშიროთ თბილისი და რუსთავი წითელ ხიდთან, ასევე - სადახლოსთან და ბათუმი - სარფთან, რაც აუცილებელია მაგისტრალების ერთიანი ქსელის შესაკრავად. ეს ნიშნავს, რომ უკვე მომავალ წელს ჩვენ ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალებით შეგვეძლება ვიმგზავროთ თბილისაიდან ჩუმათელეთამდე, არგვეთიდან ლანჩხუთამდე და ქობულეთიდან ბათუმამდე, 2023 წლიდან კი, როცა სამუშაოები დასრულდება რიკოთის უღელტეხილზე, თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალით შეუფერხებლად ჩავალთ. სულ, 2024 წლისთვის აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95%,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია შიდა სახელმწიფოებრივი და მუნიციპალური გზების განვითარებაც, ამ მიმართულებით კი, ბოლო წლებში, სამჯერ უკეთესი შედეგია ნაჩვენები, რაც გამოიხატება 3300 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაციასა და 500-ზე მეტი ხიდის მშენებლობასა და კაპიტალურ შეკეთებაში, 2024 ლამდე კი დაგეგმილია დამატებით 1500 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია და 200-მდე ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაცია.
„2021 -2024 წწ დასრულდება ისეთი სრულიად ახალი გზების მშენებლობა, რომლებიც რეგიონებს უფრო მარტივად დააკავშირებს. ესაა საჩხერე-ონის გზა, რომელსაც ადგილობრივ მცხოვრებთა უსაფრთხო გადაადგილებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ტურისტული დატვირთვა აქვს, ასევე 2024 წლამდე დასრულდება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, რეაბილიტირდება ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი, ზესტაფონი- ჭიათურისა და ბაღდათი-აბასთუმნის გზები. ყველა ეს პროექტი ნიშნავს ახალი შესაძლებლობების გაჩენას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ეტაპობრივად განახლდება ქუთაისის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ფოთის შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე მუნიციპალური მნიშვნელობის და სოფლის გზებს, რის შედეგადაც 2024 წლისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?