მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"24 დეკემბერს რომ მივუახლოვდებით, მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას" - გამყრელიძე

5fd1d97b6d420
ინგა მურუსიძე
10.12.20 12:44
2051

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექიმები ყოველთვის რადიკალურები არიან, თუმცა უწყებათშორისი საბჭო დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს იღებს - ასე უპასუხა გამყრელიძემ შესაბამის კითხვას იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებს მთავრობა, თუკი 24 დეკემბრამდე ინფიცირებულთა მაჩვენებელი არ შემცირდება.  

„როცა შეზღუდვები წესდებოდა, არავის უთქვამს, რომ ის მოიტანდა მყისიერ შედეგს. შეზღუდვების მთავარი მიზანი იყო, რომ ზრდა აღარ გვქონოდა სერიოზული - ნახტომისებრი. თუ აკვირდებით რიცხვი გარკვეულწილად დასტაბილურებულია. ახლა უნდა ვეცადოთ, რომ ეს რიცხვი შევინარჩუნოთ და შემდეგ წამოვიდეთ ქვემოთ.

საკოორდინაციო საბჭო აკვირდება ეპიდსიტუაციას ყოველდღიურად. როცა მივუახლოვდებით 24 დეკემებერს, შემდგომ მიიღება გადაწყვეტილება. ჩვენ - ექიმები - ყოველთვის რადიკალური ვართ, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო წარმოდგენილია ბევრი უწყებით, მათ შორის ეკონომიკური გუნდით... გადაწყვეტილებები მიიღება დაბალანსებულად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები