მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"300–მდე მდინარეს საქართველოში შეუძლია ჰიდროენერგიის მნიშვნელოვანი მოცულობის გამომუშავება"

62529455bb324
მარიამ ადამია
10.04.22 13:00
1551

როგორია საქართველოს პოტენციალი მწვანე ენერგიის თვალსაზრისით? - BMG-იმ ეს კითხვა, ენერგეტიკის დარგში, ევროკავშრის ტვინინგის პროექტის მუდმივ მრჩეველს, შტეფან კაცმანს დაუსვა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროს გამოუყენებელი პოტენციალი დიდია და ქართველი მეცნიერები და ბიზნესმენები მწვანე ენერგიის თვალსაზრისით თანამშრომლობისთვის მზად არიან. 

“დაახლოებით 300 მდინარეს შუძლია ჰიდროენერგიის მნიშვნელოვანი მოცულობის გამომუშავება, რომლის პოტენციური ჰიდროენერგიის გამომუშავების სიმძლავრე 15 000 მეგავატითაა შეფასებული, რაც შეესაბამება საშუალო წლიურ წარმოებას - 50 ტერავატ/საათს. ქვეყნის უმეტეს რეგიონებში მზის წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს, რაც მიუთითებს მზის ფოტოელექტრული და მზის თერმული პოტენციალის მნიშვნელოვან უპირატესობაზე,” - ამბობს კაცმანი. 

მან ასევე BMG-ისთან მიცემულ ინტერვიუში ყველა ტიპის განახლებადი ენერგიის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისთვის,  რამდენიმე მნიშნელოვანი პუნქტი გამოყო. პირველი კი, საქართველოში განახლებადი ენერგიის დანადგარების მუდმივი ზრდის უზრუნველსაყოფად, სანდო დაფინანსების მექანიზმების მოპოვებაა. 

“ეს ნიშნავს, რომ სატარიფო სისტემა ინვესტორებს მისცემს დაგეგმვის, უსაფრთხოებისა და ფინანსების პროგნოზირების საშუალებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი კი იქნება თუ მცირე ადგილობრივ მყიდველებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ, ისარგებლონ ფინანსურად და ასევე ჩაერთონ განახლებადი ენერგიის განვითარების პროცესში,” - განაცხადა ევროკავშირის ტვინინგის პროექტის მუდმივმა მრჩეველმა, შტეფან კაცმანმა. 

ინფორმაციისთვის, Twinning პროექტი ევროკავშირის ინსტრუმენტია, რომლის მიზანი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების, საჯარო უწყებებს შორის  ინსტიტუციონალური თანამშრომლობის დამყარებაა.  ასევე პროექტის მთავარი ამოცანაა, ინსტიტუციონალური ჩარჩოს შემუშავება საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეგულირების განხორციელებისათვის, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, როგორც დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი უწყების შესაძლებლობების გაძლიერება.  აღნიშნული მიზნის მიღწევის პროცესი განხორციელდება ქსელურ სატარიფო, მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით, ევროკავშირში არსებული საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე, ინსტრუმენტებისა და მექანიზმების შემუშავების, ასევე ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის სტრატეგიის და მოთხოვნის ჩართულობის ხელშემწყობი რეგულირების ჩარჩოს შექმნის გზით.