მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარისწყალი ჯორჯიამ" და აჭარის მთავრობამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

5e3bd65335cd7
BM.GE
06.02.20 13:00
1447
კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ გამოხატა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტების განხორციელებას.

„ჩვენი კომპანია მუდამ გამოხატავს მხარდაჭერას იმ თემების მიმართ, სადაც შუახევი ჰესის პროექტი ოპერირებს. მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჩავერთოთ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერის პროექტში, რომელიც დარწმუნებული ვარ დიდ სარგებელს მოუტანს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას“ - განაცხადა პრაშანტ ჯოშმა.