მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგენტების შესახებ კანონპროექტი გადმოგვეგზავნა და შევისწავლით" - მთავრობის საპარლამენტო მდივანი

63ff41a71dab0
გიგა ბენია
02.03.23 09:01
932
"აგენტების შესახებ კანონპროექტი გადმოგვეგზავნა და შესწავლის პროცესში ვართ", - ამის შესახებ BMG-თან საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა. კითხვაზე, ეთანხმება თუ არა მთავრობის ადმინისტრაცია აღნიშნული კანონპროექტის მიღებას, ვახტანგ ბაჩიაშვილი პასუხობს, რომ ჯერჯერობით არ იცის.

"შესწავლის პროცესში ვართ და ვერ გეტყვით ზუსტ პოზიციას. ეს არის დოკუმენტი, რომელზე პოზიციის მომზადება ერთ დღეში შეუძლებელია. პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს ეხება და შინაარსი უნდა შეფასდეს", - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

BMG-ს კითხვაზე, რა პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციების კრიტიკულ პოზიციაზე კანონპროექტთან მიმართებით, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა:

"მესმის კონკრეტული მოსაზრებები, თუმცა სხვის კომენტარებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩემი აზრი უნდა გამაჩნდეს. რეაგირების შესაძლებლობა დადგენილ ვადებში გვექნება".