მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიმიტრი გელოვანი უნდა იყოს” - “ოცნების” დეპუტატი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებზე

ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველი "დიმიტრი გელოვანი" უნდა იყოს. დეპუტატმა BMG-ის კითხვა, როგორი უნდა იყოს კანდიდატი, დაუწუნა.

"კითხვა იყოს რელევანტური. მერე რა რომ დეპუტატი ვარ? ეს არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე, რა პროცესიც მიმდინარეობს, პოზიცია მქონდეს. არ არის ეს, ჯერ ერთი, ჩემი პროფილური საკითხი. მაგ გვარებში, შეიძლება, ერთი გვარი ვიცოდე.

რომელი გვარი იცით?

არ პასუხობს.

კითხვას მიწუნებთ?

რა თქმა უნდა. მეუბნებით იმას, რაც პარლამენტში არც არის შემოსული.

როგორი უნდა იყოს კანდიდატი, რომელსაც ხმა უნდა მისცეთ, არ იცით?

ზოგადად, უნდა იყოს დიმიტრი გელოვანი. ქართული, ასე ვთქვათ, იქიდან თუ ვიმსჯელებთ.

რას უნდა აკმაყოფილებდეს?

პროფესიულ მოთხოვნებს და კეთილსინდისიერებას. ქართულ ინტერესებს, პირველ რიგში", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები