სადაზღვევო კომპანია ალდაგისა და Visa-ს თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებელი სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ. კერძოდ, „ალდაგში“ ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში, ნებისმიერი ვიზა ბარათით სარგებლობისას, მომხმარებელი, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობისა და მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევაზე გაორმაგებულ ლიმიტს მიიღებენ.
კერძოდ, გაორმაგებული ლიმიტი ვრცელდება ორ პროდუქტზე:
1) უფლებამოსილი მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც დგება მესამე პირთა ჯანმრთელობის/ქონების დაზიანების შედეგად;
2) მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზღვევა, იმ შემთხვევაში თუ ისინი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდნენ;
პროდუქტის მიზანი სხვისი ქონების დაზიანების დროს წარმოშობილი მოულოდნელი ხარჯებისგან მომხმარებლის დაცვაა. შეთავაზებით სარგებლობა 2022 წლის 30 ნოემბრამდეა შესაძლებელი.
“მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ თანამშრომლობა ისეთ მსხვილ საგადახდო პლატფორმასთან, როგორიც არის ვიზა. ვფიქრობთ, ეს შეთავაზება გაზრდის მომხმარებლების ინტერესს სადაზღვევო სერვისებზე. გვინდა, წავახალისოთ ავტომობილის მფლობელები, ისარგებლონ მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევით, რომელიც მათ ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებაში დაეხმარება. როგორც იცით, ეს პროდუქტი მთელ განვითარებულ მსოფლიოში სავალდებულოა და საქართველოშიც მიმდინარეობს მუშაობა ამ სავალდებულო სახეობის დანერგვაზე“, - აცხადებს „ალდაგის“ საცალო გაყიდვების დირექტორი, ნინო წეროძე.
„ალდაგის“ ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო