მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალდაგის" დაზღვევის შეძენა “საქართველოს ბანკის” სერვის-ცენტრებშია შესაძლებელი

5f69cd9be040f
BM.GE
22.09.20 14:12
882
სადაზღვევო კომპანია “ალდაგსა” და “საქართველოს ბანკს” შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მომხმარებლებს დღეიდან შეუძლიათ მიმართონ ბანკის სერვის-ცენტრებს საქართველოს მასშტაბით და შეიძინონ რამდენიმე სახის დაზღვევა, მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი ავტოდაზღვევა.

როგორც bm.ge-ს კომპანია „ალდაგიდან“ აცნობეს, სერვის-ცენტრებშივე ხელმისაწვდომია სხვა პირისადმი საგზაო პასუხისმგებლობისა და მოგზაურობის დაზღვევებიც.

აღსანიშნავია, რომ „ალდაგის“ ავტოდაზღვევა ითვალისწინებს ყველა გავრცელებული რისკისგან დაზღვევას - მათ შორის, შეჯახება, ქურდობა, ძარცვა, ე.წ. „დამხვდა დაზიანებული“ შემთხვევები და სხვა. „ალდაგის“ ავტოდაზღვევის მიღება მომხმარებელს პოლისის დადასტურების შემდეგ სერვის-ცენტრშივე შეუძლია.

„ავტოდაზღვევის მომხმარებლებისთვის „ალდაგი“ ინდივიდუალური მიდგომით ხელმძღვანელობს და ხანგრძლივი გამოცდილების მქონე მძღოლებს განსაკუთრებულ ფასს სთავაზობს“, - ამბობენ კომპანიაში.

ამასთან, მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა (მპპდ) − ეს არის პროდუქტი, რომელიც მძღოლს სხვისი ავტომობილის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში იცავს ფინანსური დანაკარგებისგან. მპპდ ისეთ შემთხვევებს ანაზღაურებს, როდესაც დაზღვეული მძღოლის მიზეზით დაზიანებას მესამე პირი იღებს, იქნება ეს კერძო პირი, თუ სახელმწიფო ქონება.

მოგზაურობის დაზღვევა − ამ პროდუქტის მიღება დღეში 1 ლარად არის შესაძლებელი და ისეთ რისკებისგან დაზღვევას გულისხმობს, როგორებიცაა: სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია, რეისის გადადება და ა.შ.
„საქართველოს ბანკის“ სერვის-ცენტრები მთელ საქართველოშია ხელმისაწვდომი; დაზღვევის შეძენას კი რამდენიმე წუთი სჭირდება.
NS