მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ენა LingQ–ზე დაამატეს

BM.GE
24.07.23 09:37
96
ენის შემსწავლელ ცნობილ საერთაშორისო პლატფორმა LingQ–ზე ქართული ენის დამატება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ენაზე, რომელზეც დაახლოებით 3,7 მლნ ადამიანი საუბრობს, ასეთ დიდ პლატფორმაზე გამოჩნდა.

ქართული ენის სწავლა შესაძლებელია როგორც LingQ-ს ვებსაიტზე, სადაც უფასო ანგარიშით უნდა დარეგისტრირდეთ, ისე მობილური აპლიკაციის მეშვეობით. დარეგისტრირების და ქართული ენის არჩევის შემდეგ მოსწავლეს პლატფორმაზე სხვადასხვა შინაარსის მასალა დახვდება. 

მათ შორის, მოკლე ამბების 60 გაკვეთილიც, რომელიც აღწერს ყოველდღიურ სიტუაციებს. აქ არის დიალოგები, ნაწყვეტები ქართულად გახმოვანებული ფილმებიდან, მუსიკა, ლექსები და ყველაზე გავრცელებული ფრაზები. გაკვეთილები შედგება აუდიოსა და მისი შესატყვისი ტრანსკრიპტისგან. LingQ-ს სისტემა იყენებს ქართულ ღია საინფორმაციო წყაროებს, მათ შორის, სატელევიზიო გადაცემებს და ფილმებს.