26.სექტემბერი .2019 09:45

"აქციზის ზრდამ - საწვავის მოხმარების შემცირება, ხოლო თამბაქოს ნაწილში კონტრაბანდის ზრდა გამოიწვია"

views 298
უკან

„როდესაც მათ ("ქართულმა ოცნებამ") აქციზი საწვავსა და თამბაქოზე გაზარდეს, ამან თავისთავად საწვავის ნაწილში - მოხმარების შემცირება, ხოლო თამბაქოს ნაწილში კონტრაბანდის ზრდა გამოიწვია", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 2019 წლის ბიუჯეტში აქციზის საპროგნოზო მაჩვენებლის 175 მლნ ლარით შემცირების კომენტირებისას bm.ge-ის განუცხადა.

„აქციზის შემთხვევაში, ჩვენ „ქართული ოცნების“ კატასტროფული გადაწყვეტილების შედეგებს ვხედავთ. ამის შესახებაც დიდი ხანია მთავრობას ყველა აფრთხილებდა. მათ შორის ჩვენც, რომ აქციზის ზრდა იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანები მოწევას თავს დაანებებენ, არამედ ნიშნავს იმას, რომ ისინი გადავლენ კიდევ უფრო უხარისხო თამბაქოზე, მაგრამ კონტრაბანდა გაიზრდება.

ბუნებრივია, ასეთ ფონზე აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავლები შემცირდა; ეს კიდევ ერთხელ ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ პრაქტიკულად, საგადასახადო ბაზას „ქართული ოცნება“ ამცირებს, ის იღებს ვალებს, რომელიც ისევ მომავალი თაობის გადასახდელია", -  განმარტა ჭიაბერაშვილმა.   

ცნობისთვის: „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების მიხედვით, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 287.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 175 მლნ ლარით ნაკლებია 2019 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა