28.ივნისი .2021 14:29

"არემჯის" ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის "ოქროს ბრენდის" წოდება მიენიჭა (R)

"არემჯის" ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის "ოქროს ბრენდის" წოდება მიენიჭა  (R)
views 494
უკან

კომპანია „არემჯის“ ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, Global Idea-სა და The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებულ, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს დაჯილდოებაზე „ოქროს ბრენდის“ ჯილდო გადაეცა.

''მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, რომ თვალყურს ადევნებენ ჩვენი კომპანიის საქმიანობას და სოციალურ აქტივობებს, რომლის უდიდესი ნაწილი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. მათ ყურადღებას არ გამოპარვია, ის ფაქტი, რომ „არემჯი“ რეგიონის განვითარებისთვის მართლაც ბევრ წარმატებულ ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ პროექტს ახორციელებს და დღეს სწორედ ამ მიმართულებით გადმოგვეცა ჯილდო.

მინდა ეს ჯილდო, გავუზიარო თითოეულ ჩვენს თანამშრომელს. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ადამიანები აქცევენ ჩვენს კომპანიას „ოქროს ბრენდად“" - განაცხადა, არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე ლიპარტიამ.

შატო მუხრანში 26 ივნისს , Global Idea -ს და The FINANCIAL -ის მიერ ორგანიზებული, „ოქროს ბრენდის“ რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. წლევანდელ ღონისძიებაზე 57 გამარჯვებული ბრენდი დასახელდა.

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული. ტრადიციულად, ყოველწლიურად დგინდება სპეციალური ნომინაციები, ჯილდოვდებიან კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში.

მათ შორის მოხვდა წელს „არემჯი“ , რომელსაც ჟიურის მიერ დაწესებულ სპეციალურ ნომინაციაში - ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს ბრენდის“ ჯილდო გადაეცა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა