მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა $1.8 მლრდ იყო - TOP-10 ექსპორტიორი და იმპორტიორი

63ea00997bca9
თელარა გელანტია
14.02.23 00:00
1227
2022 წელს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ 862 მილიონი დოლარი იყო, რაც 2021 წლის ექსპორტ-იმპორტის ჯამურ მაჩვენებელს 25.8%-ით აღემატება. ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირებში ექსპორტზე 39.5% მოდის და ამ მხრივ ჩინეთი უმსხვილეს პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. გასულ წელს ჩინეთში საქონლის რეალიზებით მიღებულმა შემოსავალმა 737 მლნ დოლარი შეადგინა. ზრდა 2021 წელთან შედარებით 19.7% იყო. ექსპორტირებულ საქონელს შორის მთავარი პროდუქტი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. ჩინეთში მათი რეალიზებით მიღებული შემოსავალი მთლიანი ექსპორტის ნახევარზე მეტია.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვაში იმპორტს 60.5% უკავია და უმსხვილეს პარტნიორებს შორის 8.4%-იანი წილით მესამე ადგილზეა. ჩინეთში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად ამ პერიოდის განმავლობაში 1 მილიარდ 126 მილიონი დოლარი გავიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 30.2%-ით აღემატება.
BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია.

ცნობისთვის: ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

უმსხვილესი TOP-10 ექსპორტიორი კომპანიები ჩინეთში 2022 წელს

სს RMG Copper
სს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიები
შპს Caucasian Metals Terminal
შპს გოლდ დაფნა
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
შპს კაიზერ გრუპ
შპს ლეგომეტალ
შპს მეღვინეობა ხარება
შპს ჯეო გადამამუშავებელი
შპს ჰოუნჟენ


უმსხვილესი TOP-10 იმპორტიორი კომპანიები ჩინეთიდან 2022 წელს

გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კო უცხოური საწარმოს ფილიალი
სს კავკასიან პეტ კომპანი
შპს ალტა
შპს ემტექნიკსი
შპს თეგეტა ავტომოტივ იმპორტი
შპს იუ-ჯი-თი
შპს ნოვა
შპს ომეგა
შპს ჯი არ სი
ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები