მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი ნატოს გაფართოების წინააღმდეგია და ეს საქართველოს ინტერესებთან როგორ უნდა მოვაქციოთ თანხვედრაში, გაუგებარია - მამუკა გამყრელიძე

გამყრ

ჩინეთისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი განცხადებით ირკვევა, რომ ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, მხარეებმა გადაწყვიტეს, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ.

განცხადების თანახმად, მხარეები იზიარებენ, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერია სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო საერთაშორისო და რეგიონალური ვითარების ინტენსიური და კომპლექსური განვითარების ფონზე, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში.

საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული შეთანხმება ოთხ განზომილებას გულისხმობს, ესენია: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და საერთაშორისო ურთიერთობები.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში  მამუკა გამყრელიძემ BMGtv-ის გადაცემაში ‘ანალიტიკა’ განაცხადა, რომ გაუგებარია, როგორ უნდა მოვიდეს თანხვედრაში ჩინური განვითარების წესი და საქართველოს დემოკრატია, რადგან ჩინეთი ყველაფერთან ერთად ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგია.

„სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან კარგია თუ ის ეკონომიკურ ასპექტს ეხება. პოლიტიკურ ასპექტში კი გარკვეული შეხება შეიძლებოდა, რომ ჩვენ ურთიერთპატივისცემით ვექცევით ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამით შეიძლებოდა პოლიტიკური ნაწილი შემოფარგლულიყო, მაგრამ ტექსტი, რაც ვნახეთ სხვა აღმოჩნდა - იქ ღრმად არის შეტოპილი.

აბსოლუტურად არასაჭირო პუნქტებია და განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობის ნაწილში, რომელშიც მთლიანად არის გადმოხატული სი ძიმპინის ინიციატივები და ამ ინიციატივებზე აღმატებული ხარისხით წერია, რომ ჩვენ ვიზიარებთ და მივყვებით ამ ინიციატივებში - ეს განსაკუთრებით უსაფრთხოების სისტემას ეხება. ჩინური გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, ჩვენთვის არ არის მისაღები - გაეროს წესდებიდან არის ამონარიდი, მაგრამ იმას ჩინეთი თავის ინტერპრეტაციას უკეთებს, ისე რომ ის წინააღმდეგია ნატოს გაფართოების და საზოგადოდ სამხედრო ალიანსების წინააღმდეგია.

რანაირად უნდა მოვიდეს თანხვედრაში ჩინური განვითარების წესი და ჩვენი დემოკრატია ვერ ვხვდები და ალბათ ხელისუფლება აგვიხსნის“, - განაცხადა  მამუკა გამყრელიძემ.

რას ნიშნავს საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობა? 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები