მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები - შეკითხვა პრეზიდენტს

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში ჩინეთი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, უფრო და უფრო აქტიურდება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში კითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვა ეხებოდა საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობას და იმას, თუ როგორ ხედავდა პრეზიდენტი ჩინეთის როლს ეკონომიკის განვითარებაში.

"საქართველოში ჩინეთი აქტიურდება. ეს მოხდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ის ახლა უფრო და უფრო აქტიურია. ახლა ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, არ მკითხოთ ეს რას ნიშნავს, მაგრამ ჩინეთმა უვიზო რეჟიმი შემოიღო საქართველოს მოქალაქეებისთვის.

გარდა ამისა ჩინეთი საქართველოში აქტიურია ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში, რადგან იაფია, პატივს არ სცემს ბევრ კანონსა და შრომის უფლებებს, მაგრამ ეს იმიტომაა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნაკლებად არიან ჩართულები. ალბათ, დასავლელი პარტნიორებისგან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მეტი ჩართულობა გვჭირდება. ერთ-ერთია ანაკლიის პორტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. შავი ზღვრის უსაფრთხოება, არის საკითხი, რომელიც, ალბათ, ყველას გვეხება მომავლისთვის. შავ ზღვაზე საქართველოს სანაპირო არსებითი მნიშვნელობის არის, რათა რუსეთს ექსკლუზივი არ ჰქონდეს შავი ზღვის თანამშრომლობაზე და ვაჭრობაზე,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ლონდონში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე იმყოფება, სადაც სიტყვით გამოვიდა და შემდეგ დისკუსია გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები