მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასაკობრივი რისკჯგუფების აცრით დავაგდებთ სიკვდილიანობას, ავადობა ჯერ კიდევ იქნება" - იმნაძე

60744db479134
ვიქტორია მღებრიშვილი
12.04.21 18:33
1634
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ასაკობრივი რისკჯგუფების აცრით კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდება.

ასე უპასუხა მან TV „პირველის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ასაკობრივი ჯგუფების გაფართოებისთვის ვაქცინების საკმარის რაოდენობას შეეხებოდა.

„ამ ეტაპზე მთავარია ასაკობრივი რისკის ჯგუფები აიცრან, ისინი რამენაირად უნდა დავიცვათ. რატომ იწყება ვაქცინაცია ასაკოვანი ადამიანებიდან სამედიცინო პერსონალთან ერთად? - იმიტომ, რომ პირდაპირ ვთქვათ, მათთვის კოვიდი ყველაზე დიდი საფრთხეა სიკვდილიანობის კუთხით. თუ ჩვენ დროულად მოვახერხებთ და ავცრით იმ ყველაზე მაღალი სასიცოცლო რისკის ადამიანებს, პირველ რიგში, დავაგდებთ სიკვდილიანობას ანუ სიკვდილიანობა აღარ იქნება. სამწუხაროდ, ავადობა ჯერ კიდევ იქნება. იმისთვის, რომ კოვიდს მოვერიოთ, შემოდგომის ბოლოსთვის მოსახლეობის 60%-65%-ის აცრაა საჭირო. ეს იქნება კოვიდის გავრცელების დამარცხება. დღეს ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი შეიწიროს კოვიდმა. ამას რისკჯგუფების მაქსიმალური აცრა სჭირდება“, - განაცხადა იმნაძემ.