მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავიაბილეთის ფასი არ უნდა იყოს კატასტროფული" - გახარიას დავალება თურნავას

5efd8f4c309ab
ინგა მურუსიძე
02.07.20 11:44
1265
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქების გადმოსაყვანად ფრენები მხოლოდ ერთმა ავიაკომპანიამ არ უნდა შეასრულოს.

უზრუნველყავით კონკურენციის ელემენტარული დონე მაინც, - ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში რთულ მდგომარეობაში არიან, ამიტომ მისი თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა აღადგინოს პროგრამა, რომელიც ჩარტერული რეისების დანიშვნას და ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობდა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მინისტრა დაავალა, 6 ივლისისთვის უკვე წარადგინოს განრიგი თუ რომელი ავიარეისი როდის შესრულდება.

„ბილეთის ფასი არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ისეთი კატასტროფული, როგორიც გვსმენია. ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო უკვე დავალება, რომ რეისები უნდა შეასრულოს რამდენიმე ავაიკომპანიამ, ხოლო ბილეთები უნდა იყოს ემიგრანტებზე მორგებული. იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო და ეკონომიკის სამინისტროებს ორმხრივი მოლაპარაკებები აქვთ, ასევე ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი ემიგრანტების ყოფაზე ევროპაში, ეს პროცესი დროში რომ არ გაიჭიმოს და არ გადავადდეს, გადავწყვიტეთ აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხავადასხვა ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი მოქალაქეები“, - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ფრენებს მხოლოდ ერთი, ავიაკომპანია „აირზენა“ ასრულებდა და ბილეთების ფასები რამდენიმე ასეულ ევროს შეადგენს.