მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბილაინს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

604f179c01758
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.21 12:29
3387
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის" წევრმა "ბილაინმა" ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ განაცხადა. კომპანიას დღეიდან ლაშა ტაბიძე უხელმძღვანელებს.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, ლაშა ტაბიძეს ბიზნესში წამყვან პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ბოლო 10 წელი მან ტელეკომუნიკაციების სექტორში გაატარა. გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე, მას "ბილაინში" ბიზნესოპერაციების დირექტორისა და კომერციული დირექტორის პოზიციები ეკავა.

ანჯეი მალინოვსკი, რომელიც "ბილაინს" თითქმის 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, უზბეკეთში, "ვიონი ჯგუფში" შემავალი კომპანია "ბილაინის" გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

ცნობისთვის: ლაშას ტაბიძემ მოღვაწეობა "ბილაინში" 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის კომპანიას კომერციული დირექტორის რანგში შეუერთდა, ხოლო 2018 წელს ბიზნესოპერაციების დირექტორის პოზიციაზე დაწინაურდა. "ბილაინში" გადმოსვლამდე, ის მუშაობდა „სს სარაჯიშვილში“ კომერციული დირექტორის პოზიციაზე, ხოლო მანამდე წამყვან პოსტებზე, მათ შორის ბიზნესის განვითარების დირექტორის რანგში, არაერთ კომპანიაში.
(NS)