მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესების 10 დღით გახსნა დიდი პრობლემაა" - ჯანდაცვის ექსპერტი

5fd769b61fb6b
ელენე გოგბერაშვილი
14.12.20 20:45
1104
მიიღებს თუ არა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქმედი შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების გადაწყვეტილებას, მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. 

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება 26 ნოემბრს მიიღო და ძალაში 28 ნოემბრიდან შევიდა. 

არსებული გეგმის მიხედვით, 24 დეკემბრიდან სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები დროებით გაიხსნება. ამოქმედდება, ასევე, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. შეზღუდვების შემსუბუქება 2 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.

ჯანდაცვის სპეციალისტები მთავრობას შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას ურჩევენ. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების მომხრეა ილიუნის ასოცირებული პროცესორი ნინო მირზიკაშვილიც. მისი თქმით, ეკონომიკა რეგულაციების მკაცრი დაცვით უნდა გაიხსნას, თუმცა ბიზნესების მხოლოდ დროებით გახსნის გადაწყვეტილებაც გადასახედია.

„მნიშვნელოვანია, ფრთხილად მოვეკიდოთ არსებულ ეპიდსიტუაციას, რაც არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. ამასთან, მეორე მხარეს არის ბიზნესი და აქედან გამომდინარე, უნდა გაიხსნას სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი, მაგრამ ეტაპობრივად, რეგულაციების მკაცრი დაცვით, რადგან თუ მოხდება სავაჭრო ცენტრში 5-10 ადამიანის დაშვება, თუ მოხდება მკაცრად პირბადის ტარების გაკონტროლება და დისტანციის მართვა, ეს მოგვცემს საშუალებას, ერთი მხრივ, ბიზნესმა იმუშაოს და მეორე მხრივ, არ მოხდეს ეპიდემიის გართულება. ასევე, 10 დღით გახსნა არის დიდი პრობლემა, რაც ართულებს სიტუაციას. იხსნება, მერე ისევ იკეტება... თუ ვიხსნებით წესების დაცვით, კიდევ დაკეტვა დარტყმის ქვეშ აყენებს ბიზნესს“, - აცხადებს ნინო მირზიკაშვილი.