მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DRG სისტემის შემოღება სამართლიანი გადახდის სისტემის დანერგვის მცდელობაა - ნინო მირზიკაშვილი

645f7a3158273
თინათინ ნატმელაძე
13.05.23 17:00
873
"სამართლიანობის განცდას ნამდვილად აჩენს ეს[DRG] სისტემა, თუმცა აუცილებელია, რომ სწორად მივყვეთ და ისე დავნერგოთ, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, არ უნდა მოხდეს ე.წ. ქართული მოდელის ფორმირება", - განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა ნინო მირზიკაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" საუბრისას.

მისივე თქმით, DRG არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც ჯანდაცვის ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლია, თუმცა ეს არის მცდელობა, რომ ქვეყანაში სამართლიანი გადახდის სისტემა დაინერგოს, თუმცა ამ ეტაპზე დანერგვის პროცესი გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს.

"ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ინერგება ეს სისტემა იმის გამო, რომ მოხდეს ხარჯების შეკავება, განვითარდეს სტრატეგიული შესყიდვები და სხვადასხვა მიზნების შესრულების გამო, რომელიც სახლემწიფოს პრიორიტეტია. როგორც მიმდინარეობს ეს პროცესი, არის კორექტირება, მთელი რიგი პროცესები და ჯერჯერობით კერძო სექტორიც არ არის ჩამოყალიბებული, რამდენად სამართლიანად და სწორად ხდება ანაზღაურება. ვგულისხმობ იმას, რომ ზოგჯერ ხელოვნურადაც ხდება მთელი რიგი ჩასწორებები, სამინისტროს და გადამხდელის მხრიდან. ჯერ პროცესი ახალი დაწყებულია და ძალიან რთულია, რაიმე კონკრეტულ მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ. სახელმწიფოს მხრიდან ხარჯი 20-22%-ითაა გაზრდილი, მაშინ როდესაც საუბარი იყო, რომ პირიქით, უნდა შემცირებულიყო. ცხადია, ასე მალე ვერ შემცირდებოდა ხარჯი", - განაცხადა ნინო მირზიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები