24.იანვარი .2021 14:00

"ბიზნესს არ უნდა სჭირდებოდეს სხვა არხების ძებნა, რომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლოს"

"ბიზნესს არ უნდა სჭირდებოდეს სხვა არხების ძებნა, რომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლოს"
views 385
უკან

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. განცხადება მან რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში უკვე მესამე ვადით მოვიდა.

BLC-ის იურისტი ქეთი ქვარცხავა bm.ge-სთან საუბარში "ქართული ოცნების" მთავრობის მოღვაწეობას აფასებს და იმ ძირითად პრობლემებზე საუბრობს, რაც მისი თქმით, ბიზნესს აქვს. 

„ბევრი რამ შემიძლია დავასახელო ისეთი, რაც ვერ გაკეთდა. პირველ რიგში, ადმინისტრების სისტემები არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. სახელმწიფოს ბიზნესთან აქვს შეხების წერტილები, ყველა შეხების ცენტრი უნდა იყოს გამჭვირვალე და ბიზნესს არ უნდა სჭირდებოდეს არხების ძებნა იმისთვის, რომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლოს. უნდა არსებობდეს მექანიზმი, სისტემები, რომელსაც ბიზნესი მიმართავს და განხორციელდება: მაგალითად, ნებართვების და ტენდერების პროცესები. ამ საკითხში დაგვაკლდა გამჭვირვალობა. ძალიან ხშირად გვეუბნებიან, რომ ეს პროცესი არ არის გამჭვირვალე. გვქონია გასაჩივრებების შემთხვევები. ისმის საყვედურები ამ მიმართულებით“, - ამბობს გვარცხავა.

მისი თქმით, არსებობს სამი სერიოზული პრობლემა რაც ბიზნესს აწუხებს და ესენია - ადმინისტრირების სისტემის სისუსტე, გადაწყვეტილებების მიღების უუნარობა და სასამართლოს სისტემის გაუმართაობა. გარდა ამისა, ქეთი ქვარცხავას თქმით, ბოლო წლებში ბიზნესს დაემატა გარკვეული ტვირთი, შეიქმნა მეტი ვალდებულებები ბიზნესისთვის და არ შეიქმნა ის მიზანი, რომლითაც დავინახავდით, რომ საქართველო რომელიმე მიზნისკენ მიდის.

„გზააბნეულები ვართ, რაც ბიზნესში წარმოუდგენელია. ბოდიალში ადამიანი მიზანს ვერ მიაღწევს. რა თქმა უნდა ამაში ვგულისხმობ ეკონომიკურ და სამართლებივ საკითხებს. ვერ დარეგულირდა ასევე სამართლებრივი საკითხებიც“, - აღნიშნა ქვარცხავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა