მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონის მიღებით ვაჩვენებთ ევროპას, მისი აზრი და EU-ში შესვლის პირობები არ გვაინტერესებს - ქვარცხავა

იურისტი

BLC-ის იურისტi ქეთი ქვარცხავა აცხადებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მსგავსი კანონმდებლობა ევროპას და ამერიკას არ აქვთ. იურისტის თქმით, ის არ ემსახურება გამჭვირვალობას და მისი ერთადერთი მიზანი, განსხვავებული აზრის მქონე ორგანიზაციების საქართველოს მტრებად გამოცხადებაა.

ქეთი ქვარცხავა Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენ ვაჩვენებთ ევროპას, რომ არ გვაინტერესებს არც მისი აზრი და არც ევროკავშირში შესვლის პირობები.

„ბევრი ადამიანი შეცდომაშია შეყვანილი პროპაგანდით და სიმართლე ჰგონია, რომ თითქოს ასეთი კანონი აქვს ევროპას და ამერიკას. ეს არის ტყუილი!

მეტიც, ევრო სასამართლომ ასეთი შინაარსის კანონი ჩათვალა დემოკრატიული მოწყობისთვის შეუსაბამოდ და გაახმობინა უნგრეთს, რომელმაც თავის დროზე რუსეთის გავლენით ის მიიღო.

ამ კანონს არ აქვს არაფერი საერთო გამჭვირვალობასთან და ერთადერთი, რასაც ემსახურება, არის განსხვავებული აზრის მქონე ორგანიზაციების გამოცხადება საქართველოს მტრებად, რასაც უთანაბრდება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია.

ტყუილია, რომ თითქოს სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ. ეს ინფორმაცია სახელმწიფოს აქვს და შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერ დროს.

კანონი არ ითვალისწინებს მაგ. მთავრობის ან მისი მონაწილეობით შექმნილი სსიპ-ების მიერ უცხოური დაფინანსების შემთხვევაში მათ "უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად" რეგისტრაციას. ანუ ფული გვინდა, უბრალოდ კრიტიკა გვაღიზიანებს.

რაც მთავარია, ამ კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენ ვაჩვენებთ ევროპას, რომ არ გვაინტერესებს არც მისი აზრი და არც ევროკავშირში შესვლის პირობები. ამიტომ არის ეს კანონი მიუღებელი და მისი მიღებაა ზუსტად უცხო ქვეყნის (და არა დასავლეთის) ინტერესების გატარება", - წერს ქვარცხავა.

საკითხზე მან პოსტი გუშინაც გამოაქვეყნა: "როდესაც გინდა სადმე შესვლა, მაგ.: უნივერსიტეტში, ფეხბურთის ან სოფლის კლუბშიც კი, უნდა დააკმაყოფილო გარკვეული კრიტერიუმები, მაგ. ჩააბარო გამოცდა, ითამაშო ფეხბურთი და არ იყო ლოთი, თუ იძახი, რომ კიდევაც დალევ, არც ისწავლი და არც ივარჯიშებ, არ გინდა ე.ი. კლუბში მოხვედრა, მაგრამ არ ითვალისწინებ, რომ 80%-ს უნდა და უმცირესობაში ხარ შენ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები