მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩაის "გავერანებული პალტანციები" მოქალაქეებს სიმბოლურ ფასად გადაეცემათ“ - ლევან დავითაშვილი

611e3e2eb0ed7
ვიქტორია მღებრიშვილი
19.08.21 15:58
2151
„ყველას შეუძლია მიმართოს სახელწიფოს და გავერანებული ჩაის პლანტაციები სიმბოლურ ფასად, იჯარით მიიღოს“, - ეს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავთაშვილმა „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის, წარადგენის ღონისძიებაზე გურიის რეგიონში ჩაის სექტორის გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრისას გააკეთა.

მინისტრმა თქვა, რომ პროექტი „ქართული ჩაი“ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ჩაის სექტორის აღსადგენად დაიწყო.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ ფაქტობრივად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ პროექტით „ქართული ჩაი“, რომელიც გულისხმობს ჩაის რეაბილიტაციას; ბატონი ირაკლის მხარდაჭერით, დავიწყეთ ქვეყანაში ჩაის სექტორის აღდგენის მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა. დღეს ყველას შეუძლია მიმართოს სახელმწიფოს და გავენარებული, გატყევებული ჩაის პლანტაციები სიმბოლურ ფასად, იჯარით მიიღოს; ფაქტობრივად, მთელი სარეაბილიტაციო თანხა, 100%-იანი საგრანტო დაფინანსება ჩვენი მხრიდან არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია”, - განაცხდა დავითაშვილმა.

მინისტრმა რეგიონში გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის დეფიციტს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გურიაში შემნახველი მეურნეობები არ არის, არ არის გადამმუშავებელი საწარმოების ის სიმძლავრე, რომელიც ქვეყანაში შესაძლოა ჭარბადაა, მაგრამ კონკრეტულად გურიაში არა.

„ჩვენ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, თქვენს ინიციატივებს მხარს დავუჭერთ; თუ თქვენი მხრიდან იქნება მომართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ვიმუშავებთ, რომ შემნახველი, საშრობი მეურნეობების და გადამმუშავებელ საწარმოების შექმნა დავაფინანსოთ. თუ იქნება მონდომება თქვენი მხრიდან, სახელმწიფო თანადაფინანსების მზადყოფნა ჩვენი პირობაა”, - განაცხდა მინისტრმა.