მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩინეთის გარეთ დაინფიცირების შემთხვევები ორ კვირაში 13-ჯერ გაიზარდა" - WHO

5e691f0644090
თამთა ჯიჯავაძე
11.03.20 21:22
1128
ჩინეთის გარეთ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გასულ ორ კვირაში 13-ჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თედროს გებრეისუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდემიას უწოდო პანდემია არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცვლის რჩევებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა. მან მოუწოდა მთავრობებს საგანგებო და აგრესიულ ქმედებებს მიმართონ ვირუსის წინააღმდეგ.

„მთავრობებმა უნდა დაიცვან კარგი ბალანსი ჯანმრთელობის დაცვას, შეფერხებების მინიმალურ დონეზე დაყვანასა და ადამიანების ცხოვრების პატივისცემას შორის“, - განაცხადა WHO-ს ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გამოაცხადა. პანდემია ნიშნავს იმას, რომ დაავადება ბევრ ქვეყანაში ერთდროულად სწრაფად ვრცელდება.