მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემია წელს დასრულდება - ტედროს გებრეისუსი

6410374bf2a57
გიორგი არონია
14.03.23 13:26
930
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარე წელს დადგება მომენტი, როცა ვიტყვით, რომ კოვიდ-19-მა, როგორც საყოველთაო ჯანმრთელობისთვის წინაშე არსებულმა საფრთხემ და პანდემიამ საკუთარი თავი ამოწურა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეისუსმა განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პანდემიის დასრულებასთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კაცობრიობამ მისგან გარკვეული დასკვნები გამოიტანოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გლობალური პანიკა შემდეგი ეპიდემიებისა და პანდემიების დროსაც განმეორდება. გებრეისუსის შეფასებით, პანდემიისგან კაცობრიობამ სამი დასკვნა, რომლებიც საყოველთაო ჯანმრთელობის, მეცნიერებისა და თანამშრომლობის აუცილებლობაში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის ეპიდემია პანდემიად სამი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. თუმცა, პირველად, კოვიდ-19 საერთაშორისო საფრთხედ რამდენიმე კვირით ადრე, 2020 წლის 30 იანვარს გამოაცხადა, როცა ჩინეთის გარეთ კოვიდ-19-ის 100-მდე დადასტურებული შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები