მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანმოს სურს, თამბაქო, ალკოჰოლი და შაქრიანი სასმელები 50%-ით გაძვირდეს

who ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წარმოადგინა ინიციატივა, რომლითაც ქვეყნებს მოუწოდებს, სპეციალური გადასახადის დაწესებით, 2035 წლამდე თამბაქოზე, ალკოჰოლსა და შაქრიან სასმელებზე ფასები მინიმუმ 50%-ით გაზარდონ. ამ გზით, WTO-ში ქრონიკული დაავადებების გავრცელების შეკავება და ბიუჯეტში დამატებითი რესურსის მობილიზება ესახებათ.

ჯანმოს მონაცემებით, თამბაქო, ალკოჰოლი და შაქრიანი სასმელები მსოფლიოში არსებული სიკვდილიანობის 75%-ზე არის პასუხისმგებელი, რადგან ამ პროდუქტების მოხმარება გულის დაავადებებს, სიმსივნეს და დიაბეტს უკავშირდება. უახლესი კვლევით, ამ პროდუქტების ერთჯერადი 50%-იანი გაძვირება, მომდევნო 50 წლის განმავლობაში დაახლოებით 50 მილიონ სიცოცხლეს იხსნის.

ინიციატივის კიდევ ერთი მიზანი მომდევნო 10 წლის განმავლობაში $1 ტრილიონის მობილიზებაა. 2012-2022 წლებში, თამბაქოზე გადასახადი მსოფლიოს 140-მა ქვეყანამ საშუალოდ სწორედ 50%-ით გაზარდა. კოლუმბიაში და სამხრეთ აფრიკაში, მაგალითად, ამ გადაწყვეტილებამ არამხოლოდ შეამცირა მავნე პროდუქტებზე მოთხოვნა, არამედ მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყნის ბიუჯეტი. საპირწონედ, ბევრ ქვეყანაში ჯერაც მოქმედებს საგადასახადო შეღავათები თამბაქოს ინდუსტრიაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები