მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ₾119 724-ის ღირებულების უაქციზო სიგარეტია ამოღებული|საგამოძიებო სამსახური

თამბაქო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2026 წლის ოქტომბერში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი გამოავლინა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულში მხილებული პირებისგან 19 640 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 119 724 ლარს შეადგენს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 9 დაკავებულია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც აქციზური მარკის გარეშე აქციზური საქონლის შენახვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები