მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაიწყო" - რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი

64109cfcc8ea2
ალა ისპირიანი
14.03.23 20:10
2101
13 მარტს, მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მეათე კილომეტრზე გზის სექცია ჩამოიშალა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში BMG-ის განუცხადეს, რომ ამ მონაკვეთის ჩინეთის სახელმწიფო კომპანია China Road and Bridge Corporation-ი აშენებს. 13-კილომეტრიანი გზის მშენებლობა ბიუჯეტს 901,973,206 ლარი უჯდება და ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამშენებლო მონაკვეთია. კომპანიასთან სამშენებლო კონტრაქტი 2018 წლის ნოემბერში გაფორმდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა განცხადება გაავრცელა. მათი ცნობით, დღეს, 14 მარტს დაიწყო მოლაპარაკებები ჩინურ კომპანიასთან, რომელსაც ავტობანის მშენებლობაზე 700-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მოლაპარაკებების საგანს შეადგენს:

1) შრომითი ხელშეკრულებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;
2) უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება;
3) ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება;
4) სახელფასო მატება;
5) კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება;

მოლაპარაკებები გაიმართა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების და საქართველოს გზების დეპარტამენტის ჩართულობით, საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირსა და ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობას შორის.

მათივე ცნობით, მხარეებმა პოზიციები გაცვალეს და შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები ხუთშაბათს, 16 მარტს გაგრძელდება.