საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საყდარი-ლასდილის მონაკვეთსა და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ტოტრანსპორტის მოძრაობა.
მიზეზი მეწყრული მასაა, რომელმაც საყდრის ხიდი დააზიანა.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მოვარდნილი მეწყრული მასის გამო, აღნიშნული გზის კმ98-კმ151 (სოფ.საყდარი-ლასდილი) მონაკვეთსა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",- აცხადებენ უყებაში.




























