მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11-12 აგვისტოს ღამით ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

კახეთის გზატკეცილი
10.08.26 14:28
144

11-12 აგვისტოს ღამით ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება - ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, “China Road and Bridge Corporation”-მა განახორციელა ვაზიანი-საგარეჯოს (ლოტი 1) კმ4-კმ27 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც უნდა განახორციელოს განათების სისტემის ტესტირების სამუშაოები.

"აღნიშნული სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა, 2026 წლის 11 და 12 აგვისტოს, ღამის საათებში (01:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე) საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ24 (ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი) - კმ57-ში (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) გამავალ მონაკვეთზე ორივე მიმართულებით მოძრაობის ჩაკეტვა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-სართიჭალა-საგარეჯო-თოხლიაურის საავტომობილო გზაზე გადართვა.

აღნიშნული გადართვის პროცესი განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები