საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
მიზეზად ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასა სახელდება.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",- აცხადებენ უწყებაში.




























