მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზინობიანი-ჭიკაანი-გავაზის გზის რეაბილიტაციისთვის ₾30.7 მილიონის ტენდერი გამოცხადდა

12

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ზინობიანი-ჭიკაანი-გავაზის საავტომობილო გზის კმ1- კმ12.7 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 30.7 მლნ ლარის ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებულია და სასწრაფოდ საჭიროებს რეაბილიტაციას. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების დავალების გაცემიდან 15 თვეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები