გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც კურორტთან მისასვლელ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა BM.GE-ს განუცხადა, რომ გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის იკეტება. უწყების ცნობით, ადგილზე პარალელურად დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.
„იკეტება გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის, პარალელურად დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და როგორც გაიწმინდება, მყისიერად ამასაც ვამცნობთ საზოგადოებას“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია მეწყერის ჩამოწოლის შესახებ თავდაპირველად „ბათუმელებმა“ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, მეწყერი დღეს, 7 სექტემბერს, დილის საათებში ჩამოწვა და კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში ჩამოწვა. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.




























