საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.
ცნობისთვის, გზის აღნიშნული მონაკვეთზე მოძრაობა მეწყერის ჩამოწოლის გამო შეჩერდა, თუმცა გაწმენდითი სამუშაოების შედეგად დღის მეორე მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა ერთ მხარეს რევერსულად იყო აღდგენილი.




























