მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობა დაიწყო - როდის დასრულდება ₾23-მილიონიანი პროექტი?

შქმერი-მრავალძალი

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის 9 კილომეტრზე მეტი სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 23 მილიონ ლარამდეა, ხოლო პროექტის დასრულება 2028 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

"შქმერი-მრავალძალის გზის რეაბილიტაცია რაჭის რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. მაღალმთიან რელიეფზე მდებარე შქმერი და მრავალძალი გამოირჩევა როგორც ისტორიულ-კულტურული, ისე ტურისტული მნიშვნელობით. ორივე სოფელში განთავსებულია უძველესი ეკლესიები, ხოლო სოფელ შქმერში მდებარეობს კანიონი, კარსტული მღვიმე და სხვა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ყოველწლიურად უამრავ ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორს იზიდავს.

არსებული ხრეშოვანი გზა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, რაც გადაადგილებას ართულებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. მშრალ ამინდში გზაზე მაღალია დამტვერიანება, ხოლო ნალექიან პერიოდში გადაადგილება კიდევ უფრო რთულდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა და ვიზიტორები შეძლებენ უსაფრთხოდ, კომფორტულად და შეუფერხებლად გადაადგილებას. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო სრულად ათვისებას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას", - აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები