ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომის მთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა რევერსულად ხორციელდება.
გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც კურორტთან მისასვლელ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.




























