მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი" - ადამ კინზინგერი

62e83bc2dd166
BM.GE
02.08.22 00:40
593
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერის თქმით,გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს სიცრუეა. ამის შესახებ მან "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

"რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, გვინდა ნათლად განვაცხადოთ: აშშ ცდილობს, უკრაინაში ბრძოლის დასრულებას ისე, რომ უკრაინამ არც ერთი ინჩი არ დაკარგოს. ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი. ეს სრულიად მცდარია", - წერს კონგრესმენი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ". თუმცა მსგავსი განცხადებები მმართველი გუნდისგან მანამდეც არაერთხელ გაჟღერდა.