მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როდესაც ისტორია დაიწერება, ერთ თავს ერქმევა ასე - ქართველი ხალხი სჯობს მის მთავრობას" - რომან გოცირიძე

63f8e608eaf0a
ალა ისპირიანი
24.02.23 20:20
5466
"როდესაც საქართველოს და უკრაინის გამარჯვების ისტორია დაიწერება, ერთ თავს ასეთი სათაური ექნება- ქართველი ხალხი სჯობს მის მთავრობას", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქციაზე ყოფნისას "TV პირველის" ეთერში განაცხადა.

"ეს თქვა ზელენსკიმ, როდესაც აქ პარლამენტში მას არ მისცეს უფლება სიტყვით გამოსულიყო. ეს ისტორიული შეფასება იყო და ეს ხალხი ჯობია მათ ვინც აქ და შუშის სასახლეში ზის", - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქცია სახელად - „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მცხოვრები უკრაინელები არიან შეკრებილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები