მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ამოცანაა, ყველა ადამიანმა თავისი ქონება მიიღოს“ - რუსუდან კერვალიშვილი თავისუფალია

6062cd20104ec
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.21 11:14
1455
„ცენტრ პოინტის“ საქმეში დამნაშავედ ცნობილმა რუსუდან კერვალიშვილმა, დღეს 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

„ჩვენი ამოცანაა, ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და მიიღოს თავისი ქონება“, - განაცხადა  მან საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, მაია რჩეულიშვილი ყველა მხარესთან თანამშრომლობს, ხოლო თვითონ 2007 წლიდან კომპანიას ჩამოშორებულია, თუმცა ამის მიუხედავად, მაია რჩეულიშვილის ყველაფერში მხარში დაუდგება.

„თავისუფლების განცდა ძალიან დიდია და მაქვს ძალიან დიდი სინანული, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ძალიან გვენდო, ჩვენთან ერთად, წლების განმავლობაში დაზარალდა. მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია მაია (რჩეულიშვილი) აქ არის, სამწუხაროდ, პრობლემა ჯერ კიდევ ვერ დასრულდა, მაგრამ ახლა იმედი მოგვეცა, რომ მშენებლობა 1 თვეში მერიასთან ერთად დაიწყება. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და მიიღოს თავისი ქონება. მარტო ამის შემდეგ მართლა თავისუფლები და ბედნიერები ვიქნებით.

საპროცესო გარიგების პირობა რომ დასრულდეს, ყველა მშენებლობა. ყველაფერი გადაეცა ინვესტორებს, რაც კი არსებობს ქონება, შესაბამისად, გადაეცემათ კომპანიიდან ფული. მერიასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად 8 კომპანია დაასრულებს ამ მშენებლობებს“, - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

მისი თქმით, მაია რჩეულიშვილი ციხეში ყოფნის 5 წლის განმავლობაში ამ საკითხებზე მუშაობდა და მისი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად მისცენ ამ პროცესში ჩართვის საშუალება.

ცნობისთვის: რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელ მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედნის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს ეხება. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7-წლიანი სასჯელი აქვს შეფარდებული.