კომპანია Myway Airlines სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას ელოდება. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Myway Airlines-სს კომერციული ფრენის ლიცენზია 2021 წლის ნოემბერში გაუუქმა. შედეგად, ავიაკომპანიას ნოემბერში სააგენტოს დირექტორის მიერ ბრძანების გაცემის შემდგომ და იქამდე სანამ მოსამართლე Myway Airlines შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა, 6 დღით გაჩერება მოუწია. ფინანსურმა ზარალმა თითოეულ დღეზე კი $140 000 შეადგინა.
როგორც bm.ge-ს კომპანიის იურისტმა თამარ მამფორიამ განუცხადა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დოკუმენტში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების მიზეზად კანონმდებლობით მოქმედი პირობა სახელდება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის წილის მინიმუმ 51%-ს საქართველოს მოქალაქე უნდა ფლობდეს და თან ეფექტიანად აკონტროლებდეს.
მისივე განმარტებით, 2 კვირის განმავლობაში წილთა თანაფარდობა დარღვეული იყო, თუმცა საკითხი კანონთან შესაბამისობაში რამდენიმე კვირაში მოვიდა და ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოც ფლობს.
„სამოქალაქო საავიაციო სააგენტოს მიერ Myway Airlines-ის გადაზიდვა-გადაყვანის მოწმობის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სარჩელი სასამართლოში დეკემბრის თვეში შევიტანეთ. მოსამართლემ კომპანიის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრძანების მოქმედება დროებით შეჩერდა. ამ დროისთვის სხდომები ჩანიშნული არ არის და მოლოდინის რეჟიმში ვართ. ახლა ფრენებს ჩვეულებრივ ვახორციელებთ, თუმცა როდესაც ბრძანება გამოიცა, საუბარია ნოემბრის თვეზე, კომპანია დაახლოებით 6 დღე გაჩერებული იყო. ზარალმა თითოეულ დღეზე დაახლოებით $140 000 დოლარი შეადგინა, ჯამში თანხა $840 000-ს აღწევს. სასამართლოში ყველა მტკიცებულება წარდგენილი გვაქვს, ჯერჯერობით რეპუტაციულ ნაწილში ყურადღება არ გვაქვს გამახვილებული, თუმცა ცხადია, რომ ლიცენზიის გაუქმებით ზიანი კომპანიის რეპუტაციასაც მიადგა და საქმის წარმოებას არც ამ მიმართულებით გამოვრიცხავთ.
წილთა თანაფარდობის საკითხი, რაზეც სააგენტო გვედავება მალევე მოგვარდა. რაც შეეხება ეფექტური კონტროლის ნაწილს, ეს ახალი რეგულაციაა, რომელიც ძალაში 2021 წლის სექტემბერს შევიდა. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება მოწმობის გაუქმებაზე და რეგულაციის ძალაში შესვლა დროში ემთხვევა. ვფიქრობ, როდესაც ახალი რეგულაცია შემოდის, სააგენტო ვალდებულია მხარეს განუმარტოს - რაზე და რატომ აფუძნებს თავის გადაწყვეტილებას“, - განმარტავს თამარ მამფორია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას