მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დისკრიმინაციული გადაწყვეტილება იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს - არა"

635a500036606
თამთა ჯიჯავაძე
27.10.22 13:34
713
„ეს იყო დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, როცა კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და საქართველოს - არა“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ბუდაპეშტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით, „ვერ იქნება გამართლებული“.

„ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად. ეს არის საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი სტუმარი [ირაკლი ღარიბაშვილი] და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, იმიტომ, რომ ბოლო წლებია ბევრს მუშაობს. ეს გადაწყვეტილება იყო საქართველოს მიმართ, ქართველი ერის მიმართ უპატივცემულობა.

ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს მან კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანდეს. ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით. ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე 16 უნგრელი მუშაობს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გუშინ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები და ასევე სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის გამართვაა გათვალისწინებული.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.