30.იანვარი .2020 12:22

"EBRD-ს სურს, ანაკლიის პორტის ტენდერში თავიდანვე ჩაერთოს" - ეკონომიკის მინისტრი

views 207
უკან

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ სურვილს გამოთქვამს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ტენდერის გამოცხადების პროცესში ჩაერთოს, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

„ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოს შავი ზღვისპირეთი და საზღვაო ინფრასტრუქტურა მოითხოვს განვითარებას. საქართველოს უკვე დიდი ხანია სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და ამაზე მეტყველებს ჩვენი ბოლოდროინდელი სტატისტიკა, რადგან ჩვენი ქვეყანა ვეღარ აუდის ტვირთებს, რაც მეტყველებს ჩვენი ე.წ. შუა დერეფნის კონკურენტულობაზე და ე.წ. ლოგისტიკური პოლიტიკის ეფექტურობაზე. თუმცა ჩვენს პრიორიტეტად რჩება ანაკლიის პორტი. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამზადებს ტენდერს, ასევე რამდენადაც ვიცი, EBRD-ს აქვს სურვილი, რომ ეს ტენდერი მათი ეგიდით ჩატარდეს და მომზადებაში თავიდანვე მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„მინდა გამოვეხმაურო ყოფილი ინვესტორების მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოსდა საქართველოს არ სჭირდება ერთზე მეტი ღრმაწყლოვანი პორტი. ზოგადად, ჩემთვის მათი განცხადება არ არის დამაჯერებელი, რადგან მათ ის ერთიც ვერ ააშენეს, რაც ევალებოდათ. ამას განსაზღვრავს ბიზნესი, ველოდებით რა პროექტი იქნება წარმოდგენილი“, - ამბობს თურნავა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა