მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD - ის მხარდაჭერა ხელს უწყობს საფინანსო სექტორის, კაპიტალის ბაზრის განვითარებას - ნათია თურნავა

64a592061132c
BM.GE
05.07.23 20:15
567
"European Bank for Reconstruction and Development (EBRD) საქართველოს ერთ - ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. EBRD - ის მხარდაჭერა ხელს უწყობს საფინანსო სექტორის, კაპიტალის ბაზრის განვითარებას", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორ მატეო პატრონესთან შეხვედრაზე აღინიშნა.

სებ-ის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო აშშ - ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხს. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სანქციებთან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა / Papuna Lezhava, ალკის ვრეინიოს დრაკინოსი, რომელიც კავკასიის რეგიონში EBRD - ის რეგიონული დირექტორის ფუნქციას 2023 წლის 1 - ლი სექტემბრიდან შეასრულებს და კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD - ის მოქმედი რეგიონული დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები