მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა EBRD-ის ხაზინის  ხელმძღვანელს შეხვდა

თურნავა
BM. GE
10.11.23 20:35
361
სტატიაში საუბარია:

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხაზინის ხელმძღვანელს აქსელ ვან ნედერვენსა და ხაზინის წარმომადგენლებს ოდ პაკატესა და გურსუ კელესს შეხვდა.

სებ-ის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის ფინანსური ბაზრების განვითარების, ფინანსური რისკების მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების მიმართულებით არსებული პროექტები.

ამასთან, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და EBRD-ის ხაზინას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. აღინიშნა რომ საქართველოში მიღებული გამოცდილება სასარგებლოა სხვა ქვეყნებისთვისაც, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუშაობს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

"EBRD ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხით. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

EBRD საქართველოში 286 პროექტს ახორციელებს, რაც ჯამურად 5 მილიონ ევრომდე ოდენობის ინვესტიციაა. ბანკის ინვესტიციები, ძირითად ისეთ სფეროებზეა მიმართული, როგორიცაა ფინანსური სექტორი, მდგრადი ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო საწარმოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები