მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკის ნაცვლად რომ ტურიზმის სამინისტრო ვიყოთ, მივესალმები" - ნათია თურნავა

5e4a46e7c042b
ინგა მურუსიძე
17.02.20 12:00
6075
ეკონომიკის ნაცვლად რომ ტურიზმის სამინისტრო ვიყოთ, მივესალმები, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ bm.ge-ის კითხვას, რომელიც ტურიზმის სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებულ იდეას შეეხებოდა. 

„ახლა ამ წუთას ეს ინიციატივა არ იხილება, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია ისე იმართება, რომ ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად, რომ ტურიზმის სამინისტრო ვიყოთ, მთლად უკეთესი იქნება, მე მივესალმები“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ: რამდენიმე კვირის წინ ექსპერტმა ავიაციის საკითხებში თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში ტურიზმის სამინისტროს შექმნის ინიციატივით გამოვიდა.