მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს კომპანია, სულ ცდილობს სახელმწიფოთი გამდიდრდეს" - პრეზიდენტი "აირზენას" ბოიკოტს უცხადებს

6468ccd4f12db
BM.GE
20.05.23 17:35
827
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავიაკომპანია Georgian airways-სს ბოიკოტს უცხადებს. სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებასაც იმავესკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის განცხადებით, "აირზენა" არის კომპანია, რომელიც „სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს“.

„ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ ვაწესებ ჩემთვის ამ შეზღუდვას -  ბოიკოტს ვუცხადებ ამ კომპანიას. აირზენა" არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. და კიდევ ერთი რამ, მე ასევე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, ვიდრე ეს იქნება "აირზენას" ხელში, რომ კიდევ ამით არ გავამდიდრო ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის და ვნახეთ მისი ხელმძღვანელის განცხადებები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, Georgian airways-მა დღეს მოსკოვში თბილისიდან პირველი რეისი შეასრულა.