მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევექსი კლინიკები“ უკრაინელებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს

621c9f6d18ffe
ინგა მურუსიძე
28.02.22 13:41
815
"ევექსი კლინიკები“ უკრაინის მოქალაქეებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, საჭიროების შემთხვევაში "ევექსი კლინიკები" მზად არიან, ექიმის კონსულტაცია და გადაუდებელი ამბულატორიული სერვისებით მომსახურება სრულიად უსასყიდლოდ, საქართველოს მასშტაბით, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში გასცენ.

ასევე, უკრაინულ ენაზე იმუშავებს ქოლ-ცენტრი და ვებგვერდი. საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს 2 მარტიდან შეუძლიათ დაუკავშირდნენ ქოლ-ცენტრს ნომერზე: 032 2 550505, სადაც ოპერატორი უკრაინულ ენაზე გაესაუბრება, ასევე, გადაეწეყობა უკრაინულ ენაზე ვებ-გვერდი, https://evexclinics.ge/ka/ , სადაც იქნება განთავსებული დეტალური ინსტრუქცია აღნიშნულ მხარდაჭერის გამოყენებაზე.

"უკრაინელებო, ჩვენ შევძლებთ საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად გაგიწიოთ ექიმის კონსულტაცია და გადაუდებელი ამბულატორიული სერვისებით მომსახურება, სრულიად უსასყიდლოდ, საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში. ჩვენი ექიმები თქვენს გვერდით არიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობრებს ვესაუბროთ მათ ენაზე, ამისთვის ჩვენი ქოლცენტრი და ვებ-გვერდი უკრაინულად იმუშავებს“, - ნათქვამია "ევექსი კლინიკების“ ოფიციალურ განცხადებაში.