ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ეხმაურება.
ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ გზაზე მხარს დაუჭერს.
„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს წინ დროული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო წინსვლის ამბიციურ რეფორმებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“,- აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.
ცნობისთის: ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჯოზეფ ბორელს დღეს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიღებული პერსპექტივა და სტატუსის მისანიჭებლად გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯების განხილვა იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს.