24.ივლისი .2021 20:50

"ფაიზერის" ვაქცინაზე ექვს საათში 134 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა

"ფაიზერის" ვაქცინაზე ექვს საათში 134 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა
views 893
უკან

"ფაიზერის" ვაქცინაზე ექვს საათში 134 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. ამის შესახებ NCDC იტყობინება.

"ფაიზერის" პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათის მდგომარეობით თავისუფალი იყო დაახლოებით 18 000 ადგილი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge. ასევე, ცხელ ხაზზე - 15 22. 

ცნობისთვის, გვიან ღამით საქართველოში აშშ-ის მთავრობის მიერ ნაჩუქარი 0,5 მლნ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. გარდა ამისა, "ფაიზერის" 1 მლნ დოზა საქართველოს ნაყიდიც აქვს, რომელსაც მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანა ეტაპობრივად მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა